Aa
Aa

"ინტერი" არ ნებდება! კონტე ვიდალს ითხოვს!

„ინტერი“ ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებაზეა ორიენტირებული და კვლავ არტურო ვიდალს უმიზნებს. ამ ინფორმაციას Sport Mediaset ავრცელებს.

„ნერაძურის“ ახალი თავკაცი, ანტონიო კონტე ჩილელი ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარია და კლუბის ხელმძღვანელობას მის გაფორმებას სთხოვს.

იტალიური გამოცემის მიხედვით „შავ-ლურჯებს“ ვიდალის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს გადახდის პერსპექტივა არ ხიბლავთ და 32 წლის ნახევარმცველის იჯარის წესით გადაბირება სურთ.

ბეპე მაროტა და პიერო აუსილიო ჩილელი ფეხბურთელის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობენ და იმედი აქვთ, რომ კატალონიური გრანდის დაყოლიებას მოახერხებენ.

არტურო ვიდალმა კონტესთან ერთად „იუვენტუსში“ იმუშავა და იტალიელი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილ გუნდში სამი წელი გაატარა. 2018 წლიდან სამხრეთ ამერიკელი „ბარსელონას“ ღირსებას იცავს და „ბლაუგრანას“ თავკაცი, ერნესტო ვალვერდე მას ხშირად იყენებს. ასე რომ „ნერაძური“ მიზანს ადვილად ნამდვილად ვერ მიაღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები