Aa
Aa

"რომა" მუსტაფის გაიფორმებწს

ბრიტანული The Sun-ის ცნობით, იტალიური „რომას“ რიგებს „არსენალის“ ცენტრალური მცველი, შკოდრან მუსტაფი, შეავსებს.

დავიდ ლუიზის დამატების შემდეგ მუსტაფის „ემირეითს სთეიუმიდან“ წასვლა კლუბისთვის პრობლემა აღაა, ამიტომ „მეთოფეებმა“ მისი „ჯალოროსისთვის“ იჯარისა და გამოსყიდვის უფლებით დათმობა გადაწყვიტეს.

27 წლის სტოპერი იტალიის დედაქალაქში მშრალი იჯარით გადავა, მომავალ ზაფხულს კი „რომას“ მისი 23 მილიონ ევროდ გამოსყიდვის საშუალება ექნება.

რომაელები ცენტრალურ მცველს მას შემდეგ ეძებდნენ, რაც კოსტას მანოლასი „ნაპოლიში“ 36 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვეს.

მუსტაფი „არსენალში“ 2016 წლიდან თამაშობდა. მას სერია A-ში თამაშის გამოცდილებაც აქვს, რამეთუ საფეხბურთო სამყარომ გენუის „სამპდორიაში“ 3-წლიანი წარმატებული ასპარეზობის წყალობით გაიცნო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები