Aa
Aa

"ნაპოლი" და პსვ შეთანხმდნენ - ლოსანო იტალიაში მიდის

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, “ნაპოლიმ“ პსვ-სთან ირვინ ლოსანოს ტრანსფერის თაობაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. ჰოლანდიელებმა თავდაპირველად მოთხოვნილ თანხას 4 მილიონი ევრო დააკლეს და „პარტენოპეი“ მექსიკელ შემტევს 38 მილიონ ევროდ შეიძენს.

ლოსანოს ნეაპოლში ხვალისთვის ელოდებიან, იგი „ნაპოლის“ წარმომადგენლებს შეხვდება და პირადი კონტრაქტის საბოლოო დეტალებზე ადგილზე დაელაპარაკება.

24 წლის შემტევი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუკი ტრანსფერი საბოლოოდ დაიხურა, ლოსანო „ნაპოლის“ ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდება. მექსიკელი გონსალო იგუაინის რეკორდს გააუმჯობესებს, რომელიც ნეაპოლიტანელებმა 37 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატეს.

ირვინ ლოსანო პსვ-მ „პაჩუკასგან“ 8 მილიონ ევროდ გადაიბირა და გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ამ კლუბს ჰოლანდიელებმა ფეხბურთელის სატრანსფერო თანხის 20% უნდა ჩაურიცხონ.

ლოსანომ ეინდჰოვენელთა მაისურით გასულ სეზონში 40-ჯერ ითამაშა და აქტივში 21 გოლი და 12 ასისტი ჩაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები