ფორლანი ფერგისა და ბექჰემის ინციდენტისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ
Aa
Aa
18 აგვისტო 2019  |  16:04

ფორლანი ფერგისა და ბექჰემის ინციდენტისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, დიეგო ფორლანმა Mirror-ს ინტერვიუ მისცა და "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული წლები გაიხსენა.

ბრიტანულ გამოცემასთან ურუგვაელმა ფეხბურთელმა ფერგისა და ბექჰემის ინციდენტის შესახებ ისაუბრა და აქცენტი კრიშტიანუ რონალდუზეც გააკეთა.

"ასოციაციის თასზე არსენალთან გამართული მატჩის შემდეგ ფერგიუსონი უკმაყოფილო იყო, რადგან რობერ პირესს მარცხენა ფლანგზე პრობლემები შეექმნა, გარი ნევილი ზედმეტად წინ ჩარჩა და ბექჰემმა თანაგუნდელები არ დააზღვია".

"გასახდელში ბექჰემმა და ფერგიმ ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება დაიწყეს. თითოეული შეურაცხყოფა წინაზე უარესი იყო და ორივეს უნდოდა ბოლო სიტყვა თავად ეთქვა".

"შემდეგ ფერგიუსონი წავიდა და ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა თითქოს სიტყვიერი შელაპარაკება დასრულებული იყო, მაგრამ ამ დროს ბექჰემმა რაღაც ჩაილაპარაკა".

"ფერგი შემოტრიალდა, ბუცი დაინახა, რომელიც იქვე ეგდო და ეს ბუცი ბექჰემს ესროლა. დევიდს ბუცი წარბში მოხვდა და გაუსკდა".

"სისხლი დავინახეთ, მაგრამ ვფიქრობდით, რომ - არა, ეს არ მომხდარა. თუმცა რამდენიმე წამში ორი მამაკაცი უკვე საჩხუბრად ემზადებოდა. სწორედ ამ დროს საქმეში როი კინი და რუუდ ვან ნისტელროი ჩაერთვნენ და სიტუაცია განმუხტეს".

მოგვიანებით ფერგიმ ბექჰემი "რეალში" გაუშვა და რამდენიმე წლის შემდეეგ განაცხადა, რომ ასე ინგლისელი ფეხბურთელის ცხოვრების სტილის გამო მოიქცა. მიუხედავად ამისა, ფორლანი თვლის, რომ ბექჰემი ძალიან თავმდაბალი პიროვნებაა, რასაც კრიშტიანუ რონალდუზე ვერ ვიტყვით.

"რონალდუ გასახდელში ნამდვილი ეგოისტი იყო და ბექჰემს საერთოდ არ ჰგავდა. კრიშტიანუს ყოველთვის სარკესთან ახლოს უნდოდა ყოფნა. იგი მთელ დღეს სარკეში ყურებაში ატარებდა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები