ბრუნო ფერნანდეში
Aa
Aa

ბრუნოს ისტორიული სეზონი - პორტუგალიელმა 21 ასისტი შეასრულა

ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლო ტურში, „მანჩესტერ იუნაიტედი“ სტუმრად „ბრაიტონს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.

დღევანდელი მატჩი გამორჩეული იყო ბრუნო ფერნანდეშისთვის. პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ამჯერადაც შეძლო საგოლე გადაცემის შესრულება და პრემიერ ლიგის ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 21 ასისტი შეასრულა. აქამდე, მსგავსი შედეგი არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია.

ასისტის გარდა, ბრუნომ გოლის გატანაც შეძლო. საერთო ჯამში კი სეზონი 9 გოლითა და 21 საგოლე გადაცემით დაასრულა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. მაიკლ კერიკის გაწვრთნილი გუნდი 2025/26 წლების სეზონში დაგროვებული 71 ქულით მესამე ადგილზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სქაუზერები სალაჰს და რობერტსონს დაემშვიდობნენ - ემოციური საღამო ენფილდზე
სქაუზერები სალაჰს და რობერტსონს დაემშვიდობნენ - ემოციური საღამო ენფილდზე