სქაუზერები სალაჰს და რობერტსონს დაემშვიდობნენ - ემოციური საღამო ენფილდზე
ინგლისის პრემიერ ლიგის დასკვნით ტურში „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე „ბრენტფორდს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
დღევანდელი მატჩი გამორჩეული იყო მოჰამედ სალაჰისთვის და ენდრიუ რობერტსონისთვის. ეგვიპტელი და შოტლანდიელი ფეხბურთლები „ლივერპულის“ მაისურით ბოლო შეხვედრას ატარებდნენ, რასაც ბუნებრივია, ემოციების გარეშე არ ჩაუვლია.
არნე სლოტმა მოჰამედ სალაჰი 73-ე წუთზე შეცვალა, რასაც გულშემატკივრებისგან უწყვეტი აპლოდისმენტები მოყვა.
ენდრიუ რობერტსონმა კი მოედანი 83-ე წუთზე დატოვა. ფანებმა შოტლანდიელიც ტაშით გააცილეს.
მოჰამედ სალაჰმა „ლივერპულის“ მაისურით ყველა ტურნირზე 442 მატჩი ჩაატარა, 257 გოლი გაიტანა და 119 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, ეგვიპტელმა მერსისაიდულ კლუბთან ერთად 9 ტიტული მოიგო.
რაც შეეხება ენდრიუ რობერტსონს, შოტლანდიელის ანგარიშზე 378 მატჩი, 14 გოლი და 69 ასისტია. ასევე, სალაჰის მსგავსად, რობერტსონმაც 9 ტიტული მოიგო.
„ლივერპულმა“ 2025/26 წლების სეზონში 60 ქულა დააგროვა და გათამაშება მე-5 ადგილზე დაასრულა. არნე სლოტის გუნდი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.