მან.უნაიტედი ახალ მეკარეს ეძებს
Aa
Aa

მან.უნაიტედი ახალ მეკარეს ეძებს

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ შესაძლოა ახალი მეკარე გააფორმოს, სამი ამჟამინდელი კი გაუშვას.

როგორც Sky Sports-ი წერს, „წითელი ეშმაკები“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, სათადარიგო მეკარის შეძენის საკითხს განიხილავენ.

მოსალოდნელია, რომ „ტრაბზონსპორიდან“ იჯარის დასრულების შემდეგ დაბრუნებულ ანდრე ონანას წინასასეზონო მატჩებში, ძირითადი მეკარის ადგილისთვის ბრძოლის შესაძლებლობა არ ექნება. სავარაუდოდ, კამერუნელი კარიერას „ოლდ ტრაფორდის“ მიღმა გააგრძელებს.

თურქი მეკარე ალთაი ბაინდირიც წასვლის სავარაუდო კანდიდატია, რადგან კლუბი სენე ლამენსის დუბლიორის ვარიანტებს მოძებნის.

ამ როლზე არ განიხილება მეკარე რადეკ ვიტეკიც. ჩეხეთის ახალგაზრდული ნაკრებების მოთამაშემ გასული სეზონი იჯარით „ბრისტოლ სიტიში“ წარმატებით გაატარა, თუმცა, როგორც მოსალოდნელია, მანკუნიანელთა რიგებს საბოლოოდ დატოვებს. „იუნაიტედი“ 22 წლის ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არსებობს ფაქტორები, რომლებსაც ვერ ვაკონტროლებთ“ - რონალდუ მუნდიალზე
„არსებობს ფაქტორები, რომლებსაც ვერ ვაკონტროლებთ“ - რონალდუ მუნდიალზე