მაიკლ კერიკი
Aa
Aa

The Athletic: იუნაიტედის მენეჯმენტმა კერიკის შენარჩუნება გადაწყვიტა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ აღმასრულებელი დირექტორი ომარ ბერადა მზადაა, მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მაიკლ კერიკის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი. ამის შესახებ ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Athletic-ი იტყობინება.

დროებითი თავკაცის როლში კერიკმა კარგი შედეგი აჩვენა, რის შედეგადაც კლუბის მენეჯმენტი ფიქრობს, რომ ახალ გრძელვადიან პროექტს „ოლდ ტრაფორდზე“ სწორედ კერიკმა უნდა ჩაუყაროს საფუძველი.

მიმდინარე კვირაში ომარ ბერადა და კლუბის დირექტორი ჯეისონ უილკოქსი სერ ჯიმ რეტკლიფს შეხვდებიან და სწორედ ამ შეხვედრაზე დაუჭერენ მხარს კერიკის შენარჩუნებას.

მას შემდეგ, რაც „იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, კლუბის მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ მწვრთნელის საკითხი სწორედ ახლა უნდა მოგვარდეს. The Athletic-ის ინფორმაციით, განიხილებოდა ანდონი ირაოლას და უნაი ემერის კანდიდატურებიც, თუმცა ფავორიტად მაინც მაიკლ კერიკი რჩება.

შეგახსენებთ, რომ კერიკის ხელმძღვანელობით „მანჩესტერმა“ 15 მატჩში 33 ქულა დააგროვა. „წითელი ეშმაკების“ რამდენიმე ფეხბურთელმა პრესასთან საუბარში საჯაროდ განაცხადა, რომ 44 წლის სპეციალისტის მოსვლის შემდეგ გუნდი კარდინალურად შეიცვალა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მწვრთნელთან დაკავშირებით არსებულმა ბუნდოვანებამ ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს ტრანსფერების მიმართულებაზეც, ვინაიდან ნებისმიერი პოტენციური ახალწვეული პირველ რიგში ამ საკითხის მოგვარებას დაელოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოლდ ტრაფორდის გმირი გახდებოდა“ - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაზე ისაუბრა
„ოლდ ტრაფორდის გმირი გახდებოდა“ - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაზე ისაუბრა