გუარდიოლა:
Aa
Aa
18 აგვისტო 2019  |  12:57

გუარდიოლა: "პენალტის ეპიზოდში VAR ალბათ ყავას მიირთმევდა"

"მანჩესტერ სიტისა" და "ტოტენჰემის" მატჩს საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "ქალაქელებს" VAR-მა გამარჯვება კიდევ ერთხელ გამოსტაცა ხელიდან, როცა ბოლო წუთებზე გაბრიელ ჟეზუშის გოლი გააუქმა.

ბრაზილიელის მიერ შეგდებული ბურთი ჩასათვლელი არ იყო, თუმცა შეხვედრაში იყო მომენტი, როცა ვიდეორეფერიმ "სიტის" აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნა.

მატჩის შემდეგ "ქალაქელთა" თავკაცმა, პეპ გუარდიოლამ სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი და VAR გააკრიტიკა.

"პირველ ნახევარში იყო თუ არა პენალტი? მსაჯებს ჰკითხეთ. შემდეგ ლონდონში წადით და ვიდეორეფერის ჰკითხეთ".

"წადით ლონდონში და ბოსებს დაუსვით ეს კითხვა. მე VAR არ ვარ".

"ორი აზრი არაა, რომ პენალტი იყო. ლამელამ როდრი წააქცია და თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო. ალბათ იმ მომენტში VAR ყავას მიირთმევდა".

"რატომ არ იყო ფერნანდო ლორენტეს მიერ გატანილი გოლის დროს ხელით თამაში და რატომა იყო ახლა. ეს დასაზუსტებელია".

"სამწუხაროა ყველაფერი ასე რომ დასრულდა. ჩემპიონთა ლიგაზე მომხდარი როგორც იქნა გამოვიარეთ და დღეს იგივე განმეორდა. ბოლო წუთებზე გოლი გავიტანეთ, მაგრამ ვიდეორეფერიმ კიდევ ერთხელ გაგვიუქმა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები