გუარდიოლასა და აგუეროს დაპირისპირება
Aa
Aa
18 აგვისტო 2019  |  12:27

გუარდიოლასა და აგუეროს დაპირისპირება

პეპ გუარდიოლასა და სერხიო აგუეროს "მანჩესტერ სიტისა" და "ტოტენჰემის" მატჩის მიმდინარეობისას შელაპარაკება მოუვიდათ. ინციდენტი 66-ე წუთზე მოხდა, როცა ესპანელმა სპეციალისტმა არგენტინელი გაბრიელ ჟეზუშით შეცვალა.

სათადარიგო სკამისკენ მიმავალმა აგუერომ გუარდიოლას რაღაც უთხრა, რამაც "ქალაქელთა" თავკაცი გააღიზიანა და ამ ყველაფერს დაახლოებით 40 წამიანი ცხარე კამათი მოჰყვა.

შელაპარაკება მანამ გაგრძელდა, სანამ "სიტის" ერთ-ერთი ასისტენტი, მიკელ არტეტა არ ჩაერია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წუთებზე გაბრიელ ჟეზუშის გოლისას, რომელიც შემდგომში VAR-მა გააუქმა, გუარდიოლა აგუეროს ჩაეხუტა და როგორც ჩანს ყველაფერი კარგად დასრულდა.

მატჩის შემდეგ კი ესპანელმა სპეციალისტმა ინციდენტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა: "მას ეგონა, რომ გაშვებულ გოლს ვაბრალებდი. ფეხბურთელი ვიყავი და მშვენივრად მესმის რაც მოხდა. ყველაფერი ემოციების გამო მოხდა.  ჩვენ ამაზე მაშინაც ვისაუბრეთ და მოგვიანებითაც. აგუერო ძალიან მიყვარს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები