სიმეონე:
Aa
Aa
17 აგვისტო 2019  |  22:10

სიმეონე: "ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა იხურებოდეს"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე მომხრეა ესპანურმა ფეხბურთმა ინგლისურს მიბაძოს და სატრანსფერო ფანჯარა ჩემპიონატის დაწყებამდე დაიხუროს.

არგენტინელმა სპეციალისტმა საკუთარი მოსაზრება პირველი ტურის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დააფიქსირა და განაცხადა: "ვფიქრობ ყველა თავკაცს მოეწონება ინგლისურ მაგალითს, რომ მივბაძოთ".

"თუ არ ვცდები, როცა ჩემპიონატი იწყება ყველა მათგანს გუნდი დაკომპლექტებული ჰყავს".

"ფსიქოლოგიური გადმოსახედიდან ეს უკეთესი იქნებ, რადგან იმ ფეხბურთელებზე ვიქნებით ფოკუსირებულები, რომლებიც დანამდვილებით ძირითად შემადგენლობაში იქნებიან. . ახლა გუნდის დაკომპლექტებას 2 სექტემბრამდე უნდა ველოდოთ და არ ვიცით მანამდე რა მოხდება".

ესპანურ ფეხბურთში ასეთი იდეა წარსულშიც გაჟღერდა, თუმცა ლა ლიგის მმართველმა ორგანომ რეგულაციებში ცვლილებები არ შეიტანა. რაც შეეხება სიმეონეს გუნდს, "ატლეტიკო" პირველი ტურის შეხვედრას ხვალ გამართავს და "ხეტაფეს" შეერკინება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები