Aa
Aa
16 აგვისტო 2019  |  15:54

AS - ხამესი "რეალში" დარჩება

AS-ის მიხედვით მადრიდის „რეალმა“ ხამეს როდრიგესის გასხვისება გადაიფიქრა. ბოლო პერიოდში „ლოს ბლანკოსს“ კრისტიან ერიქსენსა და დონი ვან დე ბეეკს უკავშირებდნენ, თუმცა ესპანური გამოცემა აცხადებს, რომ ზინედინ ზიდანს პოგბას ალტერნატივის შეძენის პერსპექტივა აღარ ხიბლავს და ურჩევნია კოლუმბიელი ნახევარმცველი შეინარჩუნოს.

ხამესის გაფორმებით რამდენიმე ევროპული კლუბი იყო დაინტერესებული. ყველაზე მეტად „ნაპოლი“ და „ატლეტიკო“ აქტიურობდნენ. „რეალმა“ 28 წლის ფლეიმეიქერი „პარი სენ-ჟერმენსაც“ შესთავაზა, თუმცა ფრანგული გრანდისგან უარი მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით ზინედინ ზიდანის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა „რეალის“ ბოლოდროინდელმა პრობლემებმა იქონია. „სამეფო კლუბმა“ წინასასეზონო მატჩები საშინლად ჩაატარა და ფრანგმა სპეციალისტმა ხამესთან დაკავშირებით პოზიცია სწორედ ამიტომ შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები