Aa
Aa

The Telegraph - "მანჩესტერმა" პოლ პოგბასთან დაკავშირებით საბოლოო ვერდიქტი გამოიტანა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პოლ პოგბასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ფრანგ ფეხბურთელს „ოლდ ტრაფორდის“ დატოვება სურს, თუმცა „წითელი ეშმაკები“ უარზე არიან.

The Telegraph-ის მიხედვით ოლე გუნარ სულშერი თვლის, რომ პოგბა მისი სამომავლო გეგმების განუყოფელი ნაწილია და 26 წლის ნახევარმცველის გასხვისებას არ აპირებს. ბრიტანული გამოცემის ცნობით მანჩესტერელები პოზიციას არცერთ შემთხვევაში არ შეიცვლიან და ამ ზაფხულს თავის ერთ-ერთ ლიდერს არ შეელევიან.

ნორვეგიელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად ფრანგი ფეხბურთელის გამოხტომებისა, პოგბა უახლოეს პერიოდში დამოკიდებულებას შეიცვლის და მთელ ყურადღებას „იუნაიტედზე“ გადაიტანს.

როგორც მოგეხსენებათ ესპანეთსა და იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბერს იხურება და პოგბას გადაბირებით „იუვე“ და „რეალი“ იყვნენ დაინტერესებული. თუმცა როგორც ჩანს „ბიანკონერისა“ და „ბლანკოსს ხელი მოეცარათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები