Aa
Aa

"რეალი" იოვიჩს უშვებს?

მადრიდის „რეალს“ რთული პერიოდი უდგას. „სამეფო კლუბმა“ წინასასეზონო მატჩებში სასურველი თამაში ვერ აჩვენა და „ბლანკოსის“ მესვეურები ცვლილებებზე დაფიქრდნენ.

გავლენიანი ესპანური გამოცემა, Marca სერბულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ „რეალი“ ლუკა იოვიჩის ასპარეზობით უკმაყოფილოა და მის განათხოვრებას გეგმავს. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 21 წლის ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა იოვიჩმა ზიდანზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.

სერბული წყაროები აცხადებენ, რომ ლუკას განათხოვრება გარდაუვალია, თუმცა Marca თვლის, რომ ნაკლებად სავარაუდოა „ბლანკოსის“ მესვეურებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ.

როგორც მოგეხსენებათ „სამეფო კლუბმა“ სერბი ფეხბურთელი ამ ზაფხულს შეიძინა და მასთან 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები