სანჩესს აგდებენ! „მანჩესტერის“ ულტიმატუმი ჩილელს
Aa
Aa

სანჩესს აგდებენ! „მანჩესტერის“ ულტიმატუმი ჩილელს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ყველაფერს აკეთებს, რომ ალექსის სანჩესი გუნდიდან გაუშვას. საქმე იქამდე მივიდა, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ რადიკალურ ქმედებებს მიმართეს.

The Sun-ის მიხედვით თუ ჩილელი "ოლდ ტრაფორდის" დატოვებას არ დათანხმდება, ნორვეგიელი სპეციალისტი, ოლე გუნარ სულშერი მზადაა იგი სარეზერვო გუნდში გადაიყვანოს. 

როგორც მოგეხსენებათ სანჩესის საკუთარ რიგებში ხილვით „რომაა“ დაინტერესებული. „ჯალოროსი“ ალექსისის იჯარის წესით აყვანაზე ფიქრობს და „მანჩესტერს“ ისე სურს, ჩილელი გაუშვას, რომ თანახმაა მისი ხელფასის დიდი ნაწილი განათხოვრების შემთხვევაშიც თავად გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სულშერის დანიშვნის შემდეგ, სანჩესს სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა. ოლე გუნარის ხელმძღვანელობით, მან მხოლოდ 16 შეხვედრა ჩატარა და ერთადერთი გოლი შეაგდო.

აქვე დავძენთ, რომ ბრიტანული გამოცემა, The Sun-ის ინფორმაციით რამდენიმე საათის წინ სანჩესი ვარჯიშისის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ თანაგუნდელს, მეისონ გრინვუდს დაუპირისპირდა. ეს უკანასკნელი ალექსს ეუხეშა, რაც ჩილელს არ ესიამოვნა და ინციდენტის შემდეგ ინდივიდუალურად განაგრძო ვარჯიში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები