რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "რა განსხვავებაა ჩემსა და მესის შორის“?

ტურინის „იუვენტუსის“ სუპერვარსკლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ DAZN-ის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში, The Making Of-ში კარიერის საუკეთესო მომენტები გაიხსენა.

ერთ-ერთი ნაწილი 34 წლის შემტევმა ლიონელ მესის დაუთმო და არგენტინელი შეაქო: "მესი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც არა მხოლოდ მოგებული ოქროს ბურთების გამო, არამედ იმითაც დაამახსოვრდებათ, რომ ჩემ მსგავსად წლიდან წლამდე უმაღლეს დონეზე ასპარეზობს“.

რონალდუმ მასსა და მესის შორის არსებული განსხვავებებზეც გააკეთა აქცენტი და განაცხადა: "განსხვავება ჩემსა და მესის შორის ისაა, რომ მე სხვადასხვა კლუბში ვითამაშე და ჩემპიონთა ლიგა სხვადასხვა კლუბის მაისურით მოვიგე".

"ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი მიჯრით ექვსჯერ გავხდი. ისტორიაში ბევრი ფეხბურთელი არაა ისეთი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ აქვს დასაკუთრებული და ამ ტურნირთან საკუთარი თავის იდენტიფიცირებას სწორედ ამიტომ ვახდენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები