Aa
Aa

"იუვემ" ხედირას დატოვება გადაწყვიტა

იტალიური გამოცემები ერთხმად იუწყებიან, რომ ტურინის „იუვენტუსმა“ სამი ხედირას შენარჩუნება გადაწყვიტა. Sky Sport Italia-ს ცნობით გერმანელი ფეხბურთელი „ბიანკონერის“ თავკაცს, მაურიციო სარის შეხვდა და 60 წლის სპეციალისტი დაარწმუნა, რომ გუნდისთვის სარგებლის მოტანა კვლავ შეუძლია.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას ხედირას გადაბირება რამდენიმე კლუბს სურდა. საუბარი „არსენალზე“, „ვულვზზე“, „ბეშიქთაშზე“ და „ფენერბაჰჩეზე“ იყო, თუმცა 32 წლის ნახევარმცველმა „ბებერი ქალბატონის“ რიგების დატოვებაზე უარი განაცხადა.

ცოტა ხნის წინ იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ „იუვენტუსი“ სამი ხედირათი უკმაყოფილო გახლდათ და მის გასხვისებაზე ფიქრობდა, თუმცა როგორც ჩანს პოზიცია შეცვალა.

გერმანელმა ფეხბურთელმა გასულ ზაფხულს „იუვესთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და კლუბს საკუთარი მომავალი 2021 წლამდე დაუკავშირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები