ლეონარდომ დაადასტურა! პსჟ ნეიმარის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს!
Aa
Aa

ლეონარდომ დაადასტურა! პსჟ ნეიმარის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს!

ნეიმარი "პარკ დე პრენსის" დატოვებასთან ახლოსაა. ბრაზილიელს დიდი ხანია კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება სურს და მისი გადაბირებით "რეალი" და "ბარსელონა" არიან დაინტერესებული.

"პარი სენ-ჟერმენი" ლიგა ერთის პირველი ტურის შეხვედრაში "ნიმს" დაუპირისპირდება. მატჩი წინ გამართულ პრესკონფერენციაზე პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ნეიმარის თამაში გამორიცხა.

ბრაზილიელის შესახებ კომენტარი კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომაც გააკეთა და განაცხადა: "მოლაპარაკებებმა წინ წაიწია, მაგრამ შეთანხმება მიღწეული არაა. ვნახოთ რა მოხდება. ყველასთვის აუცილებელია, რომ მომავალი განსაზღვრული იყოს".

აღსანიშნავია, რომ ტუხელმა ნეიმარის არყოფნის მთავარ მიზეზად ტრავმა დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ბოლოდროინდელი ინფორმაციით 27 წლის სუპერვარსკლავის გადაბირების ყველაზე დიდი შანსი  მადრიდის "რეალს" აქვს. ფლორენტინო პერესი "ნეის" 5 წლიან კონტრაქტს სთავაზობს და ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 40 მილიონ ევროს ჰპირდება.

"სამეფო კლუბის" გარდა "ნეის" შესაძენად "ბარსელონაც" იბრძვის. "ბლაუგრანა" დიდი ხნის განმავლობაში აშკარა ფავორიტი იყო, თუმცა როგორც ჩანს ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები