Aa
Aa

დიბალა შესაძლოა პსჟ-ში აღმოჩნდეს

„მანჩესტერთან“ და „ტოტენჰემთან“ განცდილი წარუმატებლობის მიუხედავად, ტურინის „იუვენტუსი“ პაულო დიბალას შენარჩუნებას მაინც არ აპირებს. The Independent-ის ცნობით „ბიანკონერი“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე არგენტინელი ფეხბურთელის გასხვისებას ეცდება.

დიბალა უკმაყოფილოა იმ დამოკიდებულებით, რომელსაც „ბებერი ქალბატონისგან“ იღებს და კარიერის სხვა გუნდში გაგრძელებაზე აქტიურად ფიქრობს. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით ტურინელებს ერთადერთი ვარიანტიღა დარჩათ - „პარი სენ-ჟერმენი“.

„ბებერი ქალბატონი“ მაქსიმუმს გააკეთებს, რომ დიბალა პარიზულ გრანდს მიყიდოს. როგორც მოგეხსენებათ ამ ზაფხულს პსჟ-ს დიდი ალბათობით ნეიმარი დატოვებს და ფრანგებს მისი შემცვლელის შეძენა მოუწევთ. „ლა ხოჯას“ „პარკ დე პრენსის“ ბინადრებს აქამდეც უკავშირებდნენ და გამორიცხული არაა „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბიანკონერისთან“ მოლაპარაკებები დაიწყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები