ლეროი სანემ თანაგუნდელებს უთხრა, რომ „ბაიერნში“ გადასვლა სურს
Aa
Aa

ლეროი სანემ თანაგუნდელებს უთხრა, რომ „ბაიერნში“ გადასვლა სურს

მიუნხენის „ბაიერნს“ დიდი ხანია ლეროი სანეს ტრანსფერს უკავშირებენ. „რეკორდმაისტერს“ კვალიფიცური გარემარბის გაფორმება სურს და თვალი „სიტის“ ახალგაზრდა ფეხბურთელს დაადგა.

The Athletic იუწყება, რომ გერმანელმა ვინგერმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. სანემ თანაგუნდელებს შეატყობინა, რომ „ეტიჰედ სთედიუმის“ დატოვება სურს.

ბრიტანულ პრესას თუ დავუჯერებთ „რეკორდმაისტერმა“ „ქალაქელებს“ წინადადებითაც მიმართა და სანეს სანაცვლოდ 70.7 მილიონი ფუნტი შესთავაზა, მაგრამ ბრიტანელებისგან უარი მიიღო.

The Sun იტყობინება, რომ „მანჩესტერ სიტი“ ლეროი სანეს სანაცვლოდ 145 მილიონ ფუნტს ითხოვს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გერმანელმა ახალგაზრდამ „ლივერპულის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. ხოლო „სიტის“ მთავარ მწვრთნელს, პეპ გუარდიოლას სურს, რომ სანე მანჩესტერში დარჩეს, თუმცა ესპანელი სპეციალისტი იმასაც აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას 23 წლის ფეხბურთელი მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები