Aa
Aa

მინო რაიოლა არ ნებდება და "რეალის" დასაყოლიებლად "იუვეს" ინტერესს იყენებს

პოლ პოგბას აგენტს, მინო რაიოლას სურს მისმა კლიენტმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვოს და მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს. AS-ის ინფორმაციით რაიოლა „იუვენტუსს“ იყენებს, რათა „რეალი“ აიძულოს „წითელ ეშმაკებს“ უკეთესი წინადადებით მიმართოს.

ესპანური გამოცემის თანახმად რაიოლა მანჩესტერში იმყოფება და „სამეფო კლუბის“ დაინტერესებას ცდილობს. „ბლანკოსი“ უკან დახევას არ აპირებს, მაგრამ „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრები პოგბას სანაცვლოდ 150 მილიონ ფუნტს ითხოვენ და ეს მადრიდელებს სერიოზულ პრობლემას უქმნის.

აღსანიშნავია,რომ რაიოლა უპირატესობას „სანტიაგო ბერნაბეუს“ ბინადრებს ანიჭებს, თუმცა სათადარიგო ვარიანტსაც განიხილავს. პოგბას აგენტის გეგმა ბ ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირდება. რაიოლას იმედი აქვს, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში „მანჩესტერი“ პოზიციას შეიცვლის და ცვლილებებზე დაფიქრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები