Aa
Aa

"ბაიერნი" ბეილის იჯარას განიხილავს

ესპანური გამოცემა AS იუწყება, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ გარეტ ბეილის გარშემო შექმნილ სიტუაციას გულდასმით აკვირდება და შესაძლოა უელსელის გაფორმება სცადოს. „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელები ტრანსფერს გამორიცხავენ და 30 წლის შემტევის იჯარის წესით აყვანაზე არიან ორიენტირებული.

AS-ის ცნობით თუ აგვისტოს ბოლომდე ბეილმა ადგილსამყოფელი არ შეიცვალა, „ბაიერნი“ „რეალს“ წინადადებით მიმართავს.

გერმანულ და ესპანურ გრანდებს კარგი ურთიერთობა აქვთ და წესითა და რიგით ბეილის განათხოვრებასთან დაკავშირებით პრობლემა არ უნდა შეიქმნას. თანაც უელსელის იჯარა ორივე გუნდის ინტერესებში შედის.

„ბლანკოსის“ თავკაცს, ზინედინ ზიდანს 30 წლის ფეხბურთელის მოშორება სურს. „რეკორდმაისტერი“ კი კომერციულ სარგებელზეც აკეთებს გათვლას. ბეილს „ადიდასთან“ აქვს კონტრაქტი და მიუნხენური გრანდის ეკიპირებაზე სწორედ ეს კომპანია ზრუნავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები