Aa
Aa

დე ბრუინი: "როდრი სიტისთვის იდეალური ფეხბურთელია"

„მანჩესტერ სიტის“ ახალწვეულმა, როდრიმ „ქალაქელთა“ მაისურით სადებიუტო შეხვედრა „ლივერპულის“ წინააღმდეგ ჩაატარა და მშვენივრად იასპარეზა. საფეხბურთო ექსპერტებმა 23 წლის მოთამაშეს მაღალი შეფასება მისცეს და როდრიმ თანაგუნდელებიც აღაფრთოვანა.

„სიტის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კევინ დე ბრუინმა ბრიტანულ გამოცემებთან საუბრისას ესპანელი შეაქო და განაცხადა: „როდრი სიტისთვის იდეალური ფეხბურთელია. ვფიქრობ ბოლო წლებში განხორციელებული ტრანსფერები ამართლებს. თქვენ ბევრ პერსპექტიულ ახალგაზრდას ხედავთ, რომლებიც სიტიში გადმოსვლის შემდეგ მზად არიან ჩვენი სათმაშო სტილი მოირგონ. კლუბის ხელმძღვანელობას სწორედ ეს მიზანი აქვს“.

„როდრი ჩვენთვის ზედგამოჭრილი ჩამშლელია. იგი სიტის საფეხბურთო ფილოსოფიაში იდეალურად ჯდება. ჩვენს გუნდში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში ძალიან რთულია და დაკისრებული მოვალეობისთვის თავის გართმევა ყველას ნამდვილად არ შეუძლია“.

„სიტიში ჩამშლელს მხოლოდ დაცვითი ფუნქციები არ აკისრია. იგი შეტევაშიც კარგად უნდა გამოიყურებოდეს“.

„უემბლიზე“ გამართულ შეხვედრაში როდრიმ ყველაზე მეტი, 62 გადაცემა შეასრულა და ბურთს 74-ჯერ შეეხო. „მერსისაიდელებთან“ ჯახში ესპანელმა მეორე სართულზე ყველა ორთაბრძოლა მოიგო და „წითლებისთვის“ მისი წინააღმდეგობის დაძლევა სერიოზულ პრობლემებთან გახლდათ დაკავშირებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები