Aa
Aa

"სიტი" და "იუვე" შეთანხმდნენ! კანსელო მანჩესტერში, დანილო - ტურინში!

Sky Sport Italia-ს მიხედვით “მანჩესტერ სიტი“ და „იუვენტუსი“ ჟოაო კანსელოსა და დანილოს გაცვლაზე შეთანხმდნენ. იტალიური გამოცემის თანახმად „ბიანკონერი“ დანილოსთან ერთად 30 მილიონ ევროს მიიღებს.

კლუბებმა ახალწვეულებთან პირადი კონტრაქტის დეტალებიც დააზუსტეს. პორტუგალიელი უკანახაზელი მანჩესტერში უახლოეს პერიოდში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. კანსელო „სიტისთან“ კონტრაქტს 2024 წლამდე გააფორმებს და ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 4.5 მილიონ ევროს მიიღებს.

რაც შეეხება დანილოს, ეს უკანასკნელი „ბიანკონერის“ საკუთარ მომავალს ხუთი წლით დაუკავშირებს და მისი ანაზღაურება 3.5 მილიონი ევრო იქნება. აღასანიშნავია, რომ ეს თანხა ნაკლებია იმაზე, რასაც ბრაზილიელი „ნისლიან ალბიონზე“ ყოფნისას იღებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები