Aa
Aa

კორეამ "მონაკო" და "ვალენსია" იუარა და "მილანში" გადასვლაზე თანახმაა

Sky Sport Italia-ს ცნობით, სხვა კლუბების დაინტერესების მიუხედავად, ანხელ კორეას „მილანში“ გადასვლა სურს. არგენტინელ ფორვარდს „ვალენსია“ და „მონაკოც“ დაუკავშირდნენ, თუმცა კორეა მათ რიგებში გადაბარგების პერსპექტივით დიდად მოხიბლული არაა.

„მილანს“ 24 წლის შემტევის შეძენა შეთანხმებული ჰქონდა, თუმცა ანდრე სილვას ტრანსფერის ჩაშლამ სიტუაცია შეცვალა, ახლა კი მოლაპარაკებების ახალი სტადიაა დაწყებული.

კორეას წარმომადგენლები გუშინ „კაზა მილანში“ იმყოფებოდნენ და „შავ-წითელთა“ უფროსობასთან მორიგი შეხვედრა გამართეს, რომელმაც პოზიტიურად ჩაიარა.

ცნობილი ხდება, კორეა „როსონერიში“ გადასვლაზე კვლავ თანხმობას აცხადებს, თავად იტალიელებს კი ჟორჟე მენდეშის გამჭრიახობისა და გავლენის იმედი აქვთ, რომელიც „მონაკოსთან“ სილვას ტრანსფერზე ხელახალ მოლაპარაკებებს მართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები