Aa
Aa

ლუკაკუ "იუვეს" მოელაპარაკა

იტალიური პრესის ინფორმაციით, რომელუ ლუკაკუმ „იუვენტუსთან“ კონტრაქტის პირადი დეტალები შეათანხმა. მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ ტურინში გადასვლის შემთხვევაში, ბელგიელი ფორვარდი წლიურად 9 მილიონ ევროს მიიღებს.

„იუვე“ ამიერიდან უკვე პაულო დიბალას პოზიციაზე იქნება დამოკიდებული და თუკი იგი „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლას დათანხმდება, ლუკაკუ საპირისპირო გზას დაადგება და „ბიანკონერის“ ფეხბურთელი გახდება.

რამდენიმე აპენინური გამოცემა წერდა, რომ ტურინელები „მანჩესტერისთვის“ მარიო მანჯუკიჩის დათმობის ვარიანტსაც განიხილავენ. თუმცა, ალოგიკურია, რომ ლუკაკუ დიბალასა და მანჯუკიჩში ერთდროულად გაიცვალოს, რადგან ბელგიელის სატრანსფერო ღირებულებას მხოლოდ დიბალას ფასი მინიმუმ 10 მილიონი ევროთი აღემატება.

პაულო დიბალა გუშინ ტურინში ჩავიდა, სადაც გეგმიური სამედიცინო შემოწმება გაიარა, შემდეგ კი მაურიციო სარისა და კლუბის სხვა წარმომადგენლებს საკუთარ მომავალზე ესაუბრა.

ასე რომ, არგენტინელი შემტევის არჩევანის შესახებ უახლოეს პერიოდში უნდა შევიტყოთ, რის შემდეგაც ბევრი რამ ნათელი უნდა გახდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები