Aa
Aa

ვან გაალმა გუარდიოლა გააკრიტიკა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ და „ბაიერნის“ ყოფილმა თავკაცმა, ლუის ვან გაალმა პეპ გუარდიოლა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. France Football-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჰოლანდიელმა სპეციალისტმა „სიტის“ დამრიგებელს საფეხბურთო ფილოსოფია და სათამაშო სტილი დაუწუნა.

„პრემიერ ლიგის მიჯრით დასაკუთრება ფანტასტიკური მიღწევაა. გუარდიოლამ ინგლისში ყველაფერი მოიგო რისი მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ მთავარი ჩემპიონთა ლიგაა და ამ ტურნირის ტრიუმფატორი პეპი ვერც ბაიერნში გახდა და ვერც სიტიში.

ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი გამოსვლა იმის ბრალია, რომ გუარდიოლა საკუთარი გუნდის თამაშს ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევს და არ აინტერესებს მეტოქეები როგორ ასპარეზობენ.

ფეხბურთში ოპონენტებს პატივი ყოველთვის უნდა სცე. გუარდიოლას და ტენ ჰაგს შიდა ჩემპიონატების მოსაგებად მაღალი დონის გუნდები ჰყავთ, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგას არ ეხება“.

ვან გაალის განცხადებების პარალელურად ესპანელი სპეციალისტის „სიტის“ 4 აგვისტოს კიდევ ერთი ტიტულის დასაკუთრების შანსი მიეცემა. „ქალაქელები“ „უემბლიზე“ „ლივერპულს“ შეერკინებიან და „ქომუნით შილდის“ მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები