Aa
Aa

"ბაიერნი" არ ნებდება! "რეკორდმაისტერს" სანე სურს

გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ის მიხედვით მიუნხენის „ბაიერნმა“ ლეროი სანეს ტრანსფერის თაობაზე „მანჩესტერ სიტის“ წინადადებით მიმართა. პარალელურად „რეკორდმაისტერის“ მესვეურებმა გერმანელ გარემარბს პირადი კონტრაქტის დეტალები წარუდგინეს.

Bild იტყობინება, რომ კლუბებს შორის პირველი ოფიციალური კონტაქტი შედგა და უახლოეს მომავალში მოლაპარაკებები აქტიურ სახეს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ნიკო კოვაჩმა გერმანელ ფეხბურთელთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა.

Bild შეთავაზების დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა დასძენს, რომ თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, რამდენიმე დღეში მეგა-ტრანსფერს ვიხილავთ.

სანე „ქალაქელთა“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს. „სიტიმ“ იგი „შალკედან“ გადაიბირა და მის სანაცვლოდ 37 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები