Aa
Aa

პუიოლი: "რეალმა ჩემი გადაბირება ორჯერ სცადა"

„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, კარლეს პუიოლმა „კამპ ნოუზე“ გატარებული წლები გაიხსენა. ესპანელმა მცველმა აქცენტი „ბლაუგრანას“ მოსისხლე მტერზე, „რეალზე“ გააკეთა და აღნიშნა, რომ „სამეფო კლუბს“ მისი გადაბირება ორჯერ, 2001-02 და 2004-05 წლებში სურდა.

პუიოლმა „ლოს ბლანკოსის“ ინტერესის შესახებ TV3-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა: „მადრიდის რეალმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხოსე ანტონიო დანიშნა და მას ჩემი და რონალდინიოს შეძენა უნდოდა.

მათ ჩემი გადაბირება ორჯერ სცადეს. თუმცა მაშინ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ღირსებას ვიცავდი და მინდოდა ტიტულები ბარსელონაში მომეგო. ამიტომ დარჩენა გადავწყივტე“.

„ბარსას“ ძირითად გუნდში პუიოლის დებიუტი 1999 წელს შედგა და ესპანელი მცველი „კამპ ნოუზე“ კარიერის ბოლომდე დარჩა. „ბლაუგრანასთან“ ერთად პუიოლმა ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო. ლა ლიგის ტრიუმფატორი 6-ჯერ გახდა, ხოლო კოპა დელ რეის ორჯერ დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები