დიბალა
Aa
Aa

დიბალა "მანჩესტერს" კვირაში 350 000 ფუნტს სთხოვს

ტურინის „იუვენტუსის“ არგენტინელმა შემტევმა, პაულო დიბალამ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ხელფასის სახით კვირაში 350 000 ფუნტი მოსთხოვა. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail ავრცელებს.

როგორც მოგეხსენებათ „ბიანკონერი“ და „წითელი ეშმაკები“ ლუკაკუსა და დიბალას გაცვლაზე შეთანხმდნენ. თუმცა გაცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრები 25 წლის პაულოს დაყოლიებას მოახერხებენ.

დიბალა „იუვეში“ ყოვეწლიურად 6.5 მილიონ ფუნტს იღებს (გადასახადების გამოკლებით) და „მანჩესტერში“ სურს 9 მილიონი ფუნტი გამოიმუშავს (გადასახადების გამოკლებით). ეს თანხა გაცილებით მეტია იმაზე, რასაც „იუნაიტედი“ ელოდა. თუმცა ფეხბურთელსა და კლუბს შორის მოლაპარაკებები საწყის ფაზაშია და ნაკლებად სავარაუდოა პირადი კონტრაქტის დეტალების გამო, დიბალასა და ლუკაკუს გაცვლა არ შედგეს.

აღსანიშნავია, რომ კვირაში 350 000 ფუნტის მიღების შემთხვევაში დიბალაზე მეტი ხელფასი პრემიერ ლიგაში მხოლოდ ერთ ფეხბურთელს, ალექსის სანჩესს ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები