Aa
Aa

იგუაინის აგენტი "რომას" წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდება

„რომასა“ და გონსალო იგუაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და მხარეებს უახლოეს დღეებში კიდევ ერთი შეხვედრის გამართვა მოუწევთ.

„პიპიტას“ ძმა და აგენტი - ნიკოლასი „ჯალოროსის“ დირექტორთა საბჭოს რამდენიმე წევრს შეხვდება და მათთან სატრანსფერო დეტალებს განიხილავს. როგორც ირკვევა, დედაქალაქელები იგუაინს 4-წლიან კონტრაქტსა და წლიურ ხელფასად 5 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

Calciomercato-ს ცნობით, „რომა“ იგუაინის ტრანსფერში 36 მილიონ ევროს იხდის, თუმცა, შესაძლოა, გარიგება იჯარისა და გამოსყიდვის წესით შედგეს. „იუვენტუსი“ არგენტინელის გასაშვებად ორივე შემთხვევაში მზადაა.

იტალიური პრესა ვარაუდობს, რომ საბოლოო შეთანხმების მიღწევის ალბათობა საკმაოდ მაღალია და მთავარია, რომაელებმა „პიპიტას“ სახელფასო მოთხოვნები დააკმაყოფილონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები