Aa
Aa

კუტრონე ინგლისში ჩავიდა - 4-წლიანი კონტრაქტი ფეხბურთელს, 20 მილიონი - "მილანს"

21 წლის თავდამსხმელი, პატრიკ კუტრონე, იტალიიდან ინგლისში გუშინ ჩავიდა და სულ მალე „ვულვზის“ სრულუფლებიანი წევრი გახდება.

კუტრონემ მალპენზას აეროპორტში პრესასთან კომენტარი გააკეთა და „მილანს“ დაემშვიდობა, კარიერის ახალი გამოწვევისთვის კი მზადყოფნა გამოთქვა.

ახალგაზრდა ფორვარდი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის, რის შემდეგაც „მგლებთან“ 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. „მილანი“ მის სანაცვლოდ 20 მილიონ ფუნტამდე მიიღებს.

კუტრონე "შავ-წითელთა" რიგებში 8 წლის ასაკში მივიდა, იგი ბოლო წლებში "როსონერის" პრიმავერას კაპიტანი იყო, მთლიანობაში კი ახალგაზრდულ გუნდებში ჯამურად გატანილი 110 გოლით, კლუბის ყველა დროის რეკორდი ეკუთვნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები