იტალიური პრესა: კინი
Aa
Aa

იტალიური პრესა: კინი "ევერტონში" გადაწყვეტილია!

მოიზე კინის "ევერტონში" გადასვლის შესახებ უახლოეს 48 საათში გამოცხადდება. აღნიშნულ ცნობას რამდენიმე იტალიური გამოცემა, მათ შორის - Sky Sport Italia და Mediaset Premium-ი ავრცელებენ. მათი თქმით, კლუბებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და "გუდისონ პარკზე" გადასვლაზე თანხმობა თავად კინმაც განაცხადა.

ლივერპულელები თინეიჯერი ფორვარდის ტრანსფერში 30 მილიონ ევროსა და 10 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსებს გადაიხდიან, კინს კი წლიურ ხელფასად 3 მილიონ ევროს ჩაურიცხავენ.

როგორც ჩვენი აპენინელი კოლეგები წერენ, 19 წლის თავდამსხმელმა "იუვენტუსის" წინასასეზონო შეკრება უკვე დატოვა და ბარგის ჩალაგებას შეუდგა. იგი ინგლისში უახლოეს დღეებში გაემგზავრება.

მოიზე კინი 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატის მასშტაბით გოლი გაიტანა. მან იტალიის ნაკრების მაისურით უკვე 3 მატჩში ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები