დე ბრუინი:
Aa
Aa

დე ბრუინი: "3 კვირის განმავლობაში არაფერი გამიკეთებია"

„მანჩესტერ სიტის“ ბელგიელმა გამთამაშებელმა, კევინ დე ბრუინმა, პრესასთან განაცხადა, რომ ბოლო 2 სეზონის განმავლობაში განუწყვეტლივ ფეხბურთით გადაიღალა და არდადეგებისას 3 კვირა უბრალოდ არაფერი გაუკეთებია.

„სეზონის დასრულების შემდეგ 1 კვირით ნაკრებთან ერთად ყოფნა მომიწია, შემდეგ კი 3 კვირის განმავლობაში უბრალოდ არაფერი გამიკეთებია. მსურდა, რომ ყველაფრისგან განცალკევებული ვყოფილიყავი, დრო ბავშვებთან ერთად გამეტარებინა.

ბოლო 2 სეზონის განმავლობაში განუწყვეტლივ ფეხბურთში ვიყავი ჩართული, უამრავი ენერგია დავხარჯე და მხოლოდ ის მინდოდა, რომ ფეხბურთისგან თავი შორს დამეჭირა.

ფიზიკურად ძალების აღდგენა ყოველთვის შეგიძლია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი მენტალური მომზადებაა. ამიტომ, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად რამდენიმე პატარა მოგზაურობა მოვაწყე და, ვფიქრობ, არდადეგები წინასასეზონოდ კარგად გამოვიყენე“.

დე ბრუინმა გასულ ზაფხულს მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, რის გამოც დასვენებისთვის მინიმალური დრო ჰქონდა. იგი ამჟამად „სიტისთან“ ერთად იაპონიაში იმყოფება და ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები