Aa
Aa

იბიცაზე ღამის კლუბში კაცი მესის თავს დაესხა

ლეო მესი შვებულების ბოლო დღეებს იბიცაზე ატარებს. არგენტინელი რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დაბრუნდა.

მესი სუარესთან, ალბასთან და ფაბრეგასთან ერთად ერთობა, თუმცა გუშინ ღამით ყველაფერი არც ისე სახარბიელოდ დასრულდა.

ღამის კლუბში მესის თავს დაესხნენ. ერთ-ერთმა ტურისტმა „ბარსას“ ათიანისთვის ხელის დარტყმა სცადა, თუმცა კლუბის დაცვამ სიტუაციის განმუხტვა მალევე შეძლო და არგენტინელი ადგილიდან მშვიდობიანად გაიყვანა.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა ტელეფონით ინციდენტის გადაღებაც შეძლო. თუმცა ვიდეოდან ბევრი არაფერი ჩანს.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესმა ვარჯიში უკვე განაახლა, ორშაბათიდან კი საწვრთნელპროცესს მესიც დაუბრუნდება.

შვებულებიდან დაბრუნდება არტურო ვიდალიც, ხოლო ფილიპე კოუტინიოს მომავალი ჯერჯერობით უცნობია. კლუბმა შესაძლოა ბრაზილიელი ტრანსფერზე დააყენოს.

სუარესი და მესი დისკოთეკაზე

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები