კლოპი:
Aa
Aa

კლოპი: "მომდევნო კვირაში ლივერპული აბსოლუტურად განსხვავებული ცხოველი იქნება"

იურგენ კლოპის „ლივერპულს“ წინასასეზონო მატჩებში გარკვეული პრობლემები აქვს. „მერსისაიდელებმა“ ბოლო 4 ამხანაგური შეხვედრიდან 3 წააგეს და „სპორტინგთან“ ფრეს დასჯერდნენ.

გუშინ „წითლები“ კარლო ანჩელოტისთან „ნაპოლისთან“ 3-0 დამარცხდნენ, თუმცა იურგენ კლოპი დარწმუნებულია, რომ გულშემატკივარი სეზონის სტარტზე აბსოლუტურად განსხვავებულ „ლივერპულს“ იხილავს.

„უცნაურია, როცა 6 ფეხბურთელი გუნდთან ერთად არ იმყოფება. წინასასეზონო მზადებისას შესაძლოა რამდენიმე მოთამაშე გამოგაკლდეს. ამასთან შეგუებულები ვართ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ფეხბურთელები პირველივე დღიდან გუნდთან ერთად არ არიან, სასიამოვნო ნამდვილად არ გახლავთ“.

„კარგი ისაა, რომ თუ ოპონენტები ჩვენი ბოლო თამაშების ანალიზის გაკეთებას გადაწყვეტენ, ჩათვლიან, რომ ყველაფერი ძალიან მარტივად იქნება, მაგრამ რეალურად მომდევნო კვირას „ლივერპული“ აბსოლუტურად განსხვავებული ცხოველი იქნება“.

„მერსისაიდელები“ წინასასეზონო მზადებას 31 ივლისს, „ლიონთან“ მატჩით დაასრულებენ. 4 აგვისტოს კი იურგენ კლოპის გუნდს ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. „წითლები“ „ქომუნითი შილდის“ დასასაკუთრებლად იბრძოლებენ და „უემბლიზე“ „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება პრემიერ ლიგას, „ლივერპული“ პირველ ტურში „ნორვიჩს“ გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები