Aa
Aa

Sport: "დორტმუნდი" და "ბარსელონა" მალკომის ტრანსფერზე ლაპარაკობენ

დორტმუნდის „ბორუსია“ „ბარსელონასთან“ მალკომის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავს.

კატალონიური Sport-ის თქმით, მხარეებს შორის საუბარი სწრაფი ტემპით პროგრესირებს და დიდი შანსია, საბოლოო შეთანხმებაც შედგეს. გერმანელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 42 მილიონ ევროს ჩამოდიან და „ბლაუგრანას“ შეთავაზებით უკვე მიმართეს.

22 წლის მალკომს „ბარსაში“ ცოტა სათამაშო დრო ეძლევა, „დორტმუნდს“ კი გარემარბის დამატება სურს და თუკი ბრაზილიელი გარემარბი ბუნდესლიგაში თამაშის წინააღმდეგი არაა, წესით, ტრანსფერს წინ ვეღარაფერი დაუდგება.

„ბარსელონამ“ მალკომი გასულ ზაფხულს „ბორდოდან“ 45 მილიონ ევროდ შეიძინა, მასთან კონტრაქტი კი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები