Aa
Aa

Skysports: კუტრონე "ვულვზში" გადასვლასთან ახლოსაა!

ბრიტანული Skysports-ის ცნობით, „ვულვზი“ პატრიკ კუტრონეს სატრანსფერო თანხის შეთანხმებასთან საკმაოდ ახლოსაა.

„მგლები“ „მილანთან“ ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავენ, იტალიური მხარე ტრანსფერის სანაცვლოდ 25 მილიონ ევრომდე ითხოვს, ინგლისელები დაახლოებით 18 მილიონ ევროს იხდიან.

ამის მიუხედავად, როგორც Skysports-ი ამბობს, „როსონერი“ შეთავაზებულ 18 მილიონს დათანხმდება და კუტრონეც ინგლისის პრემიერ ლიგაში გადაბარგდება. ფეხბურთელი ამჟამად „შავ-წითლებთან“ ერთად ამერიკულ ტურნეში იმყოფება.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება და თუკი ყველაფერი ლოგიკურად წავიდა, შეთანხმების შესახებ უახლოეს დღეებში უნდა გამოცხადდეს.

„ვულვზი“ ევროპა ლიგაზე ასპარეზობს და საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე სტადიაზე „კრუსეიდერსს“ პირველი მატჩი 2:0 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები