Aa
Aa

კოლაშინაცის გმირობა! - ბოსნიელმა შეშინებული იოზილი დანიანი თავდამსხმელებისგან დაიცვა

ჩრდილოეთ ლონდონის ერთ-ერთ ქუჩაზე ორი შეიარაღებული ადამიანი მესუთ იოზილის ავტომანქანის გატაცებას ცდილობდა, თანაც, მაშინ, როცა მასში თავად გერმანელი ფეხბურთელიც იჯდა. ინციდენტი ჩრდილოეთ ლონდონში მდებარე ერთ-ერთ თურქულ რესტორანთან მოხდა.

იოზილს, რომელიც თავდასხმის მომენტში მანქანაში დარჩა, თანაგუნდელი სეად კოლაშინაცი დაეხმარა. ბოსნიელი ფეხბურთელი დანებით შეიარაღებულ თავდამსხმელებზე ფიზიკურად ბევრად ძლიერი აღმოჩნდა და ჯერ ერთ მათგანს აიძულა გაქცევა, შემდეგ - მეორეს. ამ ყველაფერს ქუჩის ერთ-ერთი ვიდეოკამერის ჩანაწერიდან ვარკვევთ.

თავდამსხმელთა სამიზნე მესუთ იოზილის Mercedes G-Class-ი იყო, თუმცა კოლაშინაცის წყალობით ვერც მანქანა გაიტაცეს და მის მფლობელსაც არაფერი დაუშავდა.

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოლაშინაცს და იოზილს არანანაირი დაზიანება არ მიუღიათ, მომხდარზე კი გამოძიება დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები