Aa
Aa

...თუ არადა - დარჩები! - პსჟ-მ ნეიმარს ბოლო ვადა დაუწესა!

კატალონიური Sport-ის ცნობით, „პარი სენ ჟერმენმა“ ნეიმარს ტრანსფერისთვის ბოლო ვადა 31 ივლისამდე მისცა. თუკი აღნიშნულ თარიღამდე არაფერი მოხდა, ბრაზილიელი ამჟამინდელ გუნდში დარჩება და მომავალ სეზონს მის რიგებში გაატარებს.

პარიზელებმა ნეიმარი თავიანთ აზიურ შეკრებაზე წაიყვანეს, ფეხბურთელი გუნდთან ერთად ჩინეთში გუშინ ჩავიდა და ერთობლივი ფოტოც გადაიღო.

ფეხბურთელის მამა ევროპაში რჩება და სატრანსფერო მოლაპარაკებებს მართავს. ბოლო დღეებში მისი აქტივობების შესახებ ბევრი არაფერი დაწერილა და როგორც ჩანს, არც ის შეხვედრა შემდგარა, რომელიც თითქოს „იუვენტუსის“ სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩისთან იყო ჩანიშნული.

ბოლო დღეებში ესპანურ პრესაში ისიც დაიწერა, რომ მადრიდის „რეალმა“ პსჟ-ს ნეიმარის ტრანსფერის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო და გარეტ ბეილი შესთავაზა.

ამრიგად, არაერთ ურთიერთგამომრიცხავ ცნობასთან ერთად, მთავარი, რაც იკვეთება ისაა, რომ კონკრეტული და ინტენსიური მოლაპარაკებები არცერთ მხარესთან არ მიმდინარეობს და ეს ბრაზილიელის შესაძლო ტრანსფერს კიდევ უფრო აჭიანურებს.

ამიტომ, სულაც არაა გამორიცხული, მისი სურვილის მიუხედავად, ნეიმარი მომდევნო სეზონშიც „პარი სენ ჟერმენის“ მაისურით ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები