Aa
Aa

პსჟ-ს მთავარი სამიზნე დიბალაა

ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ პაულო დიბალასთვის ბრძოლას აპირებს და როგორც იტალიური პრესა წერს, ფეხბურთელი პარიზელთა პრიორიტეტთა შორის პირველ ადგილზეა.

პსჟ ნეიმარის გარეშე ცხოვრებისთვის ემზადება, გუნდის სპორტული დირექტორი ლეონარდო კი დიბალას წარმომადგენლებთან დასაკავშირებლად ემზადება.

„იუვენტუსი“ თავისი ერთ-ერთი ლიდერის გაშვებას 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს, ხოლო პსჟ-სთვის აღნიშნული თანხის გადახდა დიდი პრობლემა არ უნდა იყოს.

პაულო დიბალას „იუვესთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. იგი ამჟამად შვებულებაშია და არდადეგებს მეგობარ გოგონა ორიანა საბატინისთან ერთად ატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები