Aa Aa
18 ივლისი 2019  |  14:53

Calciomercato: დეპაის აგენტი "მილანის" წარმომადგენლებს შეხვდა!

Calciomercato-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, მემფის დეპაის აგენტი, კეეს ვოსი, „კაზა მილანში“ „როსონერის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

გამოცემის თანახმად, მხარეებმა ვოსის 3 კლიენტის, მარტენ დე რუნის, დანიუმა გრონველდისა და სწორედ დეპაის „სან სიროზე“ გადასვლის ვარიანტები განიხილეს. დე რუნი „ატალანტას“ ერთ-ერთი ლიდერია და ჯან პიერო გასპერინის თქმით, იგი მომავალ სეზონში ნახევარდაცვის აწყობას მის გარშემო გეგმავს. ამიტომ, ჰოლანდიელის ტრანსფერი პრაქტიკულად გამორიცხულია.

22 წლის გრონველდი ამჟამად „ბრიუგეში“ თამაშობს და რამდენიმე ევროპული გუნდის სამიზნეა, „მილანისთვის“ მისი ხელში ჩაგდება რთული არ იქნება და საბოლოო სიტყვა იტალიელებზეა.

მთავარი კი დეპაის ამბავია, რომელიც „ლიონის“ ღირსებას იცავს და „მილანი“ დიდი ხანია ეპატიჟება. „შავ-წითელთა“ ხელმძღვანელობამ აგენტთან მისი გადაბირების გზებზე ისაუბრა. თუმცა, პრესისთვის ცნობილი ამ დრომდე კონკრეტული არაფერი გამხდარა.

მემფის დეპაის ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მისი დაახლოებითი სატრანსფერო ღირებულება 50-60 მილიონი ევროა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!