Aa
Aa

"რომა" სუსოს ტრანსფერში პასტორეს ჩართავს?

გამოცემა La Repubblica-ს თქმით, „რომა“ „მილანს“ სუსოს სანაცვლოდ, თანხასთან ერთად ხავიერ პასტორეს შესთავაზებს. ორივე გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს და არცერთის ტაქტიკაში სუსო და პასტორე არ ჯდებიან.

შესაბამისად, სუსოსაც და პასტორესაც გუნდების დატოვებას უწინასწარმეტყველებენ, ასეთ პირობებში კი გარიგების ალბათობა წესით საკმაოდ მაღალი უნდა იყოს.

სუსოს გამოსასყიდი თანხა 38 მილიონი ევრო გახლავთ, პასტორე კი „რომამ“ პსჟ-დან გასულ ზაფხულს 24.7 მილიონ ევროდ შეიძინა.

რომაელები პარალელურად ტობი ალდერვაირელდის ტრანსფერზე მუშაობენ, რომელიც, შესაძლოა, ნიკოლო ძანიოლოსა და თანხის სანაცვლოდ მიიღონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები