ბარელა
Aa
Aa

ბარელა "ინტერში" ითამაშებს

იტალიური პრესის ერთობლივი ცნობებით, მილანის „ინტერმა“ სარდინიულ „კალიარისთან“ ნიკოლო ბარელას ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია.

აპენინური გამოცემები წერენ, რომ 22 წლის ფეხბურთელი მილანში დღეს ან ხვალ ჩავა და ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც „ნერაძურისთან“ 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ტრანსფერის ფორმა ჯერჯერობით პრესისთვის ცნობილი არაა, თუმცა არსებული ვარაუდით, ახალგაზრდა ნახევარმცველი „ინტერში“ იჯარისა და გამოსყიდვის უფლების სისტემით გადავა, რაც საერთო ჯამში 45 მილიონი ევრო დაჯდება.

ბარელას წლიური ხელფასი 2.5 მილიონი ევრო იქნება, იგი „ინტერს“ აზიურ ტურნეშიც გაყვება, რომლის ეგიდითაც „შავ-ლურჯები“ 20 ივლისს „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ითამაშებენ.

ნიკოლო ბარელა „კალიარიში“ 5 სეზონის განმავლობაში თამაშობდა და „როსობლუს“ მაისურით ჩატარებულ 112 მატჩში 7 გოლი და 6 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები