Aa
Aa

"რომა" ბეილისთვის ბრძოლას აგრძელებს

ლევერკუზენის „ბაიერის“ იამაიკელ შემტევ ლეონ ბეილის არაერთი მსურველი ჰყავს, რომელთა შორისაც ბოლო დღეებში იტალიური „რომა“ გააქტიურდა.

რომაელებს სტეფან ელ შაარავის ჩინეთში გაშვების შემდეგ მინიმუმ 1 ფლანგის შემტევის დამატება სურთ, ბეილი კი მათი ერთ-ერთი პრიორიტეტია. თანაც, პირველი სატრანსფერო ფანჯარა არაა, როცა „ჯალოროსი“ 21 წლის იამაიკელის გადაბირებას ცდილობს, ამ საკითხზე მოლაპარაკებები გასულ ზაფხულსაც მიმდინარეობდა.

Tuttomercatoweb-ის ცნობით, „რომას“ ხელმძღვანელები ბეილისთან მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში დაიწყებენ, ფეხბურთელის ამჟამინდელი კლუბი მის ტრანსფერში 40 მილიონ ევროს ითხოვს.

ლეონ ბეილიმ ბუნდესლიგის გასულ სეზონში 5 გოლი გაიტანა, მას „ფარმაცევტებთან“ კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში უსრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები