დადასტურდა: ელ შაარავი ჩინეთში ითამაშებს!
Aa
Aa

დადასტურდა: ელ შაარავი ჩინეთში ითამაშებს!

სტეფან ელ შაარავი „შანხაი შენხუას“ წინადადებას დათანხმდა და კარიერას ჩინეთის სუპერ ლიგაში გააგრძელებს. „პატარა ფარაონმა“ „რომას“ მადლობა გადაუხადა, რის შემდეგაც იტალიის დედაქალაქი დატოვა და ჩინეთში გაემგზავრა.

ელ შაარავი შანხაიში სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის, იგი ახალ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და აღნიშნულ პერიოდში ჯამურად 40 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს მიიღებს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ "პატარა ფარაონს" რომაელთა რიგებში წლიური ხელფასი 2.5 მილიონი ევრო ჰქონდა და მთლიანობაში 40 მილიონ ევროს კარიერის დასრულებამდე ვერ მოაგროვებდა.

ელ შაარავის ტრანსფერის სანაცვლოდ „რომას“ 18 მილიონ ევროს ჩაურიცხავენ, ფეხბურთელი „ჯალოროსის“ რიგებში 2016 წლიდან თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ „შანხაი შენხუას“ ღირსებას ოდიონ იგალო, ფრედი გუარინი, ოსკარ რომერო, ჯიოვანი მორენო და ალექსანდრ ნ’დუმბუ იცავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები