ბრაჰიმისთვის ბრძოლაში
Aa
Aa

ბრაჰიმისთვის ბრძოლაში "რომაც" ჩაერთო

„პორტუს“ ყოფილი ვინგერის, იასინ ბრაჰიმის, ტრანსფერში „არსენალს“ იტალიური „რომაც“ შეეცილება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი სტეფან ელ შაარავი ჩინეთის სუპერ ლიგაში გადაბარგდება.

ბრაჰიმი ამჟამად თავისუფალი აგენტია და ახალ კლუბს სურვილისამებრ აირჩევს, მისი მოთხოვნაა, რომ ხელფასის სახით წლიურად მინიმუმ 3.5 მილიონი ევრო მიიღოს. ფეხბურთელს თურქული გრანდები - „გალათასარაი“, „ფენერბაჰჩე“ და „ბეშიქთაშიც“ ეპატიჟევბიან.

ბრაჰიმი „პორტუს“ რიგებში 2014 წლიდან თამაშობდა, იქამდე კი „კლერმონის“, „რენისა“ და „გრანადას“ ღირსებას იცავდა.

29 წლის შემტევი ამჟამად ეგვიპტეში იმყოფება, სადაც აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშება მიმდინარეობს. ალჟირელები ტურნირის 1/8 ფინალში გვინეის მთავარ გუნდს ხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები