Aa
Aa

"ბარსამ" "არსენალს" მალკომი შესთავაზა! ლონდონელები უარზე არიან

ერთ-ერთი მოწინავე ბრიტანული გამოცემა, The Mirror იუწყება, რომ „ბარსელონამ“ „არსენალს“ მალკომის ტრანსფერი შესთავაზა. ბრაზილიელმა შემტევმა „კამპ ნოუზე“ გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და გასაკვირი არაა, რომ „ბლაუგრანა“ მის გასხვისებას აპირებს.

კატალონიელები ასტრონომიულ თანხას არ ითხოვენ, თუმცა ლონდონელთა ყურადღების მიპყრობას მაინც ვერ ახერხებენ.

Mirror-ის მიხედვით „მეთოფეები“ 22 წლის ფეხბურთელის მიმართ დიდ ინტერესს არ იჩენენ და ვილფრედ ზაჰას შეძენაზე არიან ორიენტირებულები.

აღსანიშნავია, რომ „არსენალს“ მალკომის გადაბირება გასულ ზაფხულს სურდა და მისი დაბევება იანვარშიც სცადა, თუმცა მიზანს ვერცერთხელ მიაღწია. შესაბამისად ბრიტანული გამოცემა დასძენს, რომ გამორიცხული არაა „მეთოფეებმა“ გადაწყვეტილება შეცვალონ. თანაც „კრისტალ პალასი“ ზაჰას სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვს და ლონდონელებს ამხელა თანხის გადახდის რესურსი არ აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები