„ბარსელონა“ სამუელ უმტიტის გასხვისებას გეგმავს
Aa
Aa

„ბარსელონა“ სამუელ უმტიტის გასხვისებას გეგმავს

კატალონიური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით „ბარსელონა“ სამუელ უმტიტის გასხვისებას გეგმავს. „კამპ ნოუზე“ გადასვლის შემდეგ ფრანგი ფეხბურთელი „ბლაუგრანას“ დაცვის ხაზის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, თუმცა ბოლო პერიოდში ყველაფერი შეიცვალა.

უმტიტის მუხლის ქრონიკული ტრავმა აწუხებს და როგორც ირკვევა კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა იმით, რომ 25 წლის მცველმა ოპერაციის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

„ბარსამ“ სამუელს რამდენჯერმე მოსთხოვა ქირურგიული ჩარევისთვის მიემართა, მაგრამ მისი დაყოლიება ვერ მოახერხა. Sport-ის თანახმად „კამპ ნოუს“ ბინადრებმა ფრანგის გაყიდვა სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს.

აღსანიშნავია, რომ უმტიტის არყოფნაში ძირითად შემადგენლობაში კლემენტ ლენგლე გახლდათ გამწესებული, რომელმაც მშვენივრად იასპარეზა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კატალონიელები ლენგლეს გამოსვლით მოიხიბლნენ და დარწმუნებულები არიან, რომ უმტიტის გასხვისების შემთხვევაში დაცვის ხაზში პრობლემები არ შეექმნებათ.

Sport-ის მიხედვით „ბლაუგრანა“ ფრანგ მცველს საკმაოდ ძვირად აფასებს და მის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონის მიღება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები