Aa
Aa

დე ლაურენტისმა ხამესთან მოლაპარაკებები დაადასტურა

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, Corriere dello Sport-თან საუბრისას დაადასტურა, რომ მისი კლუბი ხამეს როდრიგესის ტრანსფერით ინტერესდება და ამ კუთხით მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს.

დე ლაურენტისმა ასევე დაამატა, რომ ნეაპოლიტანელები კიდევ არაერთ ფრონტზე მუშაობენ და გუნდის შემადგენლობაში საკმაოდ ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი.

 „ვერავინ იტყვის, რომ ხამეს როდრიგესი ჩვენი კლუბისთვის კარგი შენაძენი არ იქნება. მას და ანჩელოტის მშვენიერი დამოკიდებულება აქვთ, თუმცა ტრანსფერისთვის მხოლოდ ეს არ კმარა - აგენტები, მისი ოჯახი, „რეალი“, რა თქმა უნდა, ყველა ეს მხარე გათვალისწინებული უნდა იყოს.

ჩვენ უკვე არაერთი მოლაპარაკება გავმართეთ და ამჟამადაც რამდენიმე ადამიანთან ვსაუბრობთ. არიან ფეხბურთელები, რომლებთანაც შეთანხმება მიღწეული გვაქვს, თუმცა შემადგენლობაში დაახლოებით 40 ფეხბურთელი გვყავს და ზოგ მოთამაშესთან დამშვიდობებაც მოგვიწევს“.

ხამესის „სან პაოლოზე“ გადაბარგება დაახლოებით 30-40 მილიონ ევროდ ფასდება. როგორც მოსალოდნელია, იგი „პარტენოპეის“ რიგებში ჯერ იჯარის წესით გადავა, რის შემდეგაც იტალიურ მხარეს ზემოთნახსენებ თანხად ფეხბურთელის გამოსყიდვის საშუალება მიეცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები